среда, 17 марта 2010 г.

ჩემი ქალაქი

პროექტის სახელი:ჩემი ქალაქი
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქის ისტორიას,მოაგროვებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს,დაათვალიერებენ ღირშესანიშნავ ადგილებს,გაეცნობიან ქალაქის ცნობილ ადამიანებს,დაამზადებენ ქალაქის ფლორისა და ფაუნის ამსახველ პლაკატებს პლაკატებს .
პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილეობას მიიღებს 20 მოსწავლე .ისინი დაიყოფიან 4 სამუშაო ჯგუფად .თითოეულს გაუნაწილდება სამუშაო თემა და შესაბამისი კითხვები.
Iჯგუფი:ისტორიული წყაროები ფოთის წარმოშობის შესახებ.თქმულებები,ლეგენდები.
–როდის და ვინ დააარსა ქალაქი?
–არსებობს თუ არა ისტორიული წყაროები,თქმულებები ,ლეგენდები ქალაქისა და მისი უბნების წარმოშობის შესახებ
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკებსა და ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ასევე ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით.
მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
II ჯგუფი:ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.
ამ ჯგუფის მოსწავლეები მოსახლეობაში (მშობლებისაგან, მეზობლებისაგან და სხვათაგან)აგროვებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და წარმოადგენენ მათ პრეზენტაციის სახით.
III ჯგუფი:ქალაქის ცნობილი ადამიანები.
ქალაქის რომელი ცნობილი ადამიანებია თქვენთვის ცნობილი,რა ვიცით მათი ბიოგრაფიისა და დამსახურების შესახებ?
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ცნიბილი ადამიანების შესახებ ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ფოლკლორის ცენტრში.ასევე ინტერნეტ საშუალებებისა და წიგნების გამოყენებით.
შესრულებულ სამუშაოს ჯგუფის წევრები წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
IVჯგუფი: ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა ,ფლორა და ფაუნა
–სად მდებარეობს ქალაქი?(მდინარე, ტბა, ზღვა,ჭაობები)
–რომელი მცენარეები და ცხოველებია გავრცელებული ჩვენს გარშემო?
–რა ვიცით კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ? ხელოვნური პარკების დაარსების შესახებ?
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკებში ,ინტერნეტ საშუალებებიდან, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქალაქის ცენტრალური პარკის ადმინისტრაციიდან.
მიღებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის, ფოტოგამოფენის სახით
მონაწილეთა ასაკი:მეხუთე კლასის მოსწავლეები.(9–10 წელი)
ვადები/ ხანგრძლივობა:2009–2010 საწ. წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ექსკურსია ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,კოლხეთის ეროვნულ პარკში,პრეზენტაცია,ფოტოგამოფენა,შემაჯამებელი პრეზენტაცია,
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლებაშეიქმნას:ფოტო –ვიდეომასალა,პლაკატები.
სარგებელი სხვებისთვის:შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მოვიწვევთ სხვა კლასის მოსწავლეებს და გავაცნობთ მათ ჩვენი თვალით დანახულ ქალაქს
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.sofiochachia.blogspot.com